ესპანეთის მთავრობამ ისრაელისთვის იარაღის მიწოდებაზე სრული ემბარგო დააწესა

ესპანეთის მთავრობამ ისრაელისთვის იარაღის მიწოდებაზე სრული ემბარგო დაამტკიცა, რაც ღაზას სექტორში არსებული მძიმე ჰუმანიტარული სიტუაციის საპასუხოდ გადადგმული უახლესი ნაბიჯია.
ისრაელის მთავრობის დადგენილება ითვალისწინებს ისრაელში თავდაცვის საქონლისა და ორმაგი დანიშნულების საქონლისა, თუ ტექნოლოგიების ნებისმიერი ექსპორტის, ასევე, ასეთი აღჭურვილობის ესპანეთში იმპორტის აკრძალვას.
განკარგულების თანახმად, მადრიდი ასევე უარყოფს საავიაციო საწვავის ტრანზიტის მოთხოვნებს, რომელსაც შეიძლება სამხედრო დანიშნულება ჰქონდეს და აკრძალავს ოკუპირებულ პალესტინის ტერიტორიებზე ისრაელის დასახლებებიდან წარმოებული პროდუქციის იმპორტს.
„ეს დადგენილება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია და პიონერულია საერთაშორისო დონეზე, როდესაც საქმე ისრაელისთვის იარაღის მიწოდებაზე სრული ემბარგოს დაწესებას ეხება“, - განაცხადა ესპანეთის ეკონომიკის მინისტრმა კარლოს კუერპომ 23 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მიუხედავად იმისა, რომ დადგენილება უკვე ძალაში შევიდა, ის ესპანეთის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს, სადაც პედრო სანჩესის ხელმძღვანელობით მთავრობას უმრავლესობა არ აქვს და კანონების მიღება უჭირს.