Loading data...
ესპანეთის ქალაქში 60 000-მდე მაროკოელი მიგრანტის შეჭრის შემდეგ, დაღუპულთა რიცხვი 57-მდე გაიზარდა

„ბოლო 24 საათში ესპანეთის ქალაქ სეუტის საზღვარი 60 000-მდე არალეგალმა მიგრანტმა გადაკვეთა. სეუტაში მოხვედრის მცდელობისას დაღუპულთა რაოდენობა 57-მდე გაიზარდა“, - ამის შესახებ „ასოშიეთიდ პრესი“ იუწყება

ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაახლოებით 25 ათასი ადამიანი დაბრუნდა მაროკოში.

ცნობისთვის, ესპანეთმა 30 ივლისს სეუტაში სამხედრო და პოლიციის გაძლიერებული ძალები გაგზავნა.

სეუტა, ჩრდილოეთ მაროკოში მდებარე კიდევ ერთ ესპანურ ავტონომიურ ქალაქ მელილასთან ერთად, წარმოადგენს ევროკავშირის ერთადერთ სახმელეთო საზღვარს აფრიკასთან. ორივე ქალაქში პერიოდულად იზრდება ევროპაში მოხვედრის მსურველი მიგრანტების მიერ საზღვრის გადაკვეთის მცდელობები.