ესპანეთის ქალაქში 50 000-მდე მაროკოელი მიგრანტის შეჭრის შემდეგ, სულ მცირე, 18 ადამიანი დაიღუპა
ესპანეთის შს სამინისტროს განცხადებით, მათი შეფასებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში დაახლოებით 49 000 მიგრანტი შევიდა ჩრდილოეთ აფრიკაში მდებარე ესპანეთის ანკლავში - სეუტაში.
„მთელი ღამის განმავლობაში ხალხის ნაკადი არ წყდებოდა, მიგრანტები ღამის განმავლობაშიც განაგრძობდნენ ჩამოსვლას და დღეს დილითაც ჩამოდიან“, - აცხადებს ერთ-ერთი წყარო.
წყაროს ცნობით, ესპანეთის ანკლავში შეღწევის მცდელობისას, სულ მცირე, 18 ადამიანი დაიღუპა.
ცნობისთვის, ესპანეთმა 30 ივლისს სეუტაში სამხედრო და პოლიციის გაძლიერებული ძალები გაგზავნა.
სეუტა, ჩრდილოეთ მაროკოში მდებარე კიდევ ერთ ესპანურ ავტონომიურ ქალაქ მელილასთან ერთად, წარმოადგენს ევროკავშირის ერთადერთ სახმელეთო საზღვარს აფრიკასთან. ორივე ქალაქში პერიოდულად იზრდება ევროპაში მოხვედრის მსურველი მიგრანტების მიერ საზღვრის გადაკვეთის მცდელობები.