Loading data...
ესპანეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ელექტროენერგიის გათიშვის დროს, სავარაუდოდ, გენერატორიდან ნახშირორჟანგის გაჟონვის გამო, 3 ადამიანი დაიღუპა

ესპანეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, 3 ადამიანი, სავარაუდოდ, მხუთავი აირით გარდაიცვალა, რომელიც ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის დროს, გენერატორის მუშაობის შედეგად წარმოიქმნა.

როგორც მედია წერს, ელექტროენერგიის გათიშვის გამო, ერთ-ერთმა მათგანმა, გენერატორი გამოიყენა სამედიცინო ჟანგბადის აპარატის მუშაობისთვის. ადგილზე მისულმა საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებმა, სახლში მხუთავი აირის მაღალი კონცენტრაცია დააფიქსირეს, რაც, ექსპერტების აზრით, სამივე ადამიანის გარდაცვალების მიზეზი გახდა.