ესპანეთი იტალიიდან ჩასულ მგზავრებზე სასაზღვრო კონტროლს აწესებს
ესპანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ არალეგალური მიგრაციის ირგვლივ არსებული დავის საპასუხოდ, 7 სექტემბრამდე იტალიიდან ჩასულ ყველა მგზავრს სასაზღვრო კონტროლს უწესებს.
ახალი რეგულაცია ერთი თვის განმავლობაში იმოქმედებს.
აღნიშნული გადაწყვეტილება ესპანეთის მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც ერთი კვირით ადრე იტალიამ ანალოგიური ზომები შემოიღო ესპანეთის ანკლავ სეუტაში მაროკოდან მიგრანტების შეჭრის ფონზე.
იტალიიდან ესპანეთში ჩასულ იტალიელ მგზავრებსა და სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ ვიზიტორებს პასპორტს და ვიზებს შეუმოწმებენ.
ესპანეთსა და იტალიას შორის დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდა, როდესაც ესპანეთმა იტალიას მოსთხოვა, 9 აგვისტომდე გაეუქმებინა, ესპანეთიდან იტალიაში ჩასული მგზავრებისთვის დაწესებული შეზღუდვები, რაზეც რომმა უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ სასაზღვრო შემოწმება, სულ მცირე, 15 აგვისტომდე შენარჩუნდება.
შეგახსენებთ, რომ იტალიამ ესპანეთიდან მოგზაურთა შემოწმება სეუტაში მიგრანტების შემოდინების შემდეგ დაიწყო.