Loading data...
ესპანეთი აცხადებს, რომ არალეგალი მიგრანტების უმეტესობამ უკვე დატოვა სეუტა

ესპანეთის მთავრობის ინფორმაციით, ესპანეთის ავტონომიურ ქალაქ სეუტაში არალეგალურად ჩასული დაახლოებით 50 000 ადამიანიდან 48 300-ზე მეტი უკვე დაბრუნდა მაროკოში, - ამის შესახებ Politico-ს ესპანეთის მთავრობის წარმომადგენელმა ანონიმურობის დაცვით განუცხადა.

„ჩამოსული ადამიანების უმეტესობა ახლა მაროკოში დაბრუნდა“, - განაცხადა ოფიციალურმა პირმა და დასძინა, რომ სეუტაში სიტუაცია „ნორმალურ მდგომარეობას უბრუნდება“.

მისი თქმით, ანკლავში მიგრანტების უეცარი შემოდინება შესაძლოა დაკავშირებული იყოს ესპანეთის უზენაესი სასამართლოს ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებასთან, რომელმაც შეზღუდა ქვეყნის მიერ მიგრანტების დაუყოვნებლივი დაბრუნების პროცედურის გამოყენება.

ევროკომისიის განცხადებით, სეუტაში შესულ მიგრანტებს ევროპის კონტინენტის ან ევროკავშირის სხვა წევრი სახელმწიფოების მიმართულებით გადაადგილება არ დაუწყიათ.

შეგახსენებთ, მანამდე ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური მონაცემები გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, სეუტაში ბოლო 24 საათში, საერთო ჯამში, 50 000 მიგრანტი ჩავიდა. ამასთან, ქალაქის ხელისუფლების შეფასებით, მათი რაოდენობა 60 ათასამდე იყო. მიგრაციული კრიზისის ფონზე ესპანეთის ხელისუფლებამ ქალაქში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სამხედროები გაგზავნა. ესპანური მედიის ცნობით, აღნიშნული კრიზისი 2021 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბურია.