1770124120
უცხოეთი
ესპანეთი 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალურ ქსელებს აკრძალავს
ესპანეთი 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალურ ქსელებს აკრძალავს და სხვა ზომებს მიიღებს ციფრულ პლატფორმებზე კონტროლის გასაძლიერებლად. ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა განცხადება დუბაიში მიმდინარე მსოფლიო მთავრობათა სამიტის პლენარულ სესიამდე განაცხადა.
როგორც ესპანური მედია წერს, პედრო სანჩესისთვის აუცილებელია ციფრული პლატფორმების ჯანსაღ სივრცედ გადაქცევა და სწორედ ამ მიზნით მან განაცხადა, რომ მომავალ კვირას ესპანეთის მთავრობა ზომების სერიას მიიღეს, რათა 16 წლამდე ბავშვებს სოციალურ ქსელებზე წვდომა შეეზღუდოთ.
სანჩესი აცხადებს, რომ ციფრულმა პლატფორმებმა ეფექტური კონტროლის ზომები უნდა მიიღონ.