Loading data...
ესპანელი პენსიონერი, რომლის გამოსახლებამაც მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები გამოიწვია, გარდაიცვალა - BBC

ესპანეთში გარდაიცვალა 87 წლის ქალი, რომლის ბინიდან გამოსახლებასაც ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები მოჰყვა. ამის შესახებ BBC იუწყება. 

„მწუხარებით გაცნობებთ, რომ მარიკარმენი დღეს გარდაიცვალა“,- ნათქვამია პროფკავშირების განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ აბასკალის შემთხვევა „ქვეყნის ისტორიაში გარდამტეხ მომენტად“ იქცა.

87 წლის მარიკარმენ აბასკალი სექტემბერში საკუთარი ბინიდან, სადაც 70 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა, იძულებით გამოასახლეს. ქალი საცხოვრებლიდან საკაცით გაიყვანეს, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შემდეგ საბინაო კრიზისის გასაპროტესტებლად ესპანეთის ქალაქების ქუჩებში ათიათასობით ადამიანი გამოვიდა.

საპროტესტო ტალღა კიდევ უფრო გაიზარდა მას შემდეგ, რაც ესპანეთის პარლამენტში ოპოზიციამ მთავრობის მიერ წარდგენილი ორი საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო. ცვლილებები 2030 წლამდე დამქირავებლების გამოსახლებასა და ქირის გაზრდის აკრძალვას, ასევე, ქირავნობის ხელშეკრულებების ავტომატურ განახლებას ითვალისწინებდა.