Loading data...
ესმაილ ბაგაი: ირანი „დაუყოვნებლივ და გადამწყვეტ პასუხს“ გასცემს, თუ აშშ ახლო აღმოსავლეთში ომის დასრულების მიზნით გაფორმებულ ურთიერთგაგების მემორანდუმს დაარღვევს

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ესმაილ ბაგაიმ განაცხადა, რომ ირანი „დაუყოვნებლივ და გადამწყვეტ პასუხს“ გასცემს, თუ აშშ ახლო აღმოსავლეთში ომის დასრულების მიზნით გაფორმებულ ურთიერთგაგების მემორანდუმს დაარღვევს.

„ჩვენ არცერთ ქმედებას უპასუხოდ არ დავტოვებთ. როგორც ირანის ძლიერმა შეიარაღებულმა ძალებმა უკვე აჩვენეს, ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ ნებისმიერი აგრესია დაუყოვნებლივ და გადამწყვეტ პასუხს მიიღებს“, - აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.

მისი თქმით, მსგავსი ქმედებები ურთიერთგაგების მემორანდუმის პირველი მუხლის დარღვევად ჩაითვლება.

„ასეთი ქმედებები წარმოადგენს ურთიერთგაგების მემორანდუმის პირველი მუხლის დარღვევას და აღნიშნა, რომ თუ ასეთი დარღვევები განმეორდება და გაგრძელდება, შეთანხმების განხორციელების პროცესი სერიოზული სირთულეების წინაშე დადგება“, - აცხადებს ესმაილ ბაგაი.