Loading data...
„ესკალაციის სახიფათო შედეგებზე პასუხისმგებლობა ამერიკის მოღალატეობრივ რეჟიმს ეკისრება“ - ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო

ამ დაძაბულობის ესკალაციის სახიფათო შედეგებზე პასუხისმგებლობა ამერიკის მოღალატეობრივ რეჟიმს ეკისრება“, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ასევე, ვაშინგტონი „შეთანხმების დარღვევაში“ დაადანაშაულა.

„აშშ-ის მიერ სამხრეთ ირანზე განხორციელებულმა თავდასხმებმა, ირანული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების ხელახლა დაწესებამ და ლიბანში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმების მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური ნაწილები პრაქტიკულად არაეფექტიანი გახადა“, - ნათქვამია ირანის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.