Loading data...
„ეს შეცდომა არ იყო“ - სიკორსკი პოლონეთში რუსული დრონების შეჭრაზე ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ კიევში ვიზიტის დროს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებას უპასუხა, რომ რუსული დრონების ქვეყნის ტერიტორიაზე შეჭრა შესაძლოა, „შეცდომა“ ყოფილიყო.

„არა, ეს შეცდომა არ იყო“, - უპასუხა სიკორსკიმ აშშ-ის პრეზიდენტს სოციალურ ქსელ X-ზე.

კიევში სიკორსკის აცნობეს, რომ იმ ღამეს, როდესაც პოლონეთს 19 რუსული დრონი დაესხა თავს, უკრაინის თავზე 400-ზე მეტი დრონი დაფრინავდა, ასევე რამდენიმე ათეული რაკეტა. ელჩმა პიოტრ ლუკაშევიჩმა განაცხადა, რომ პოლონეთის საელჩომ უკრაინაში რუსული თავდასხმის შედეგები აღმოფხვრა და ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

„იმ ღამეს, როდესაც 19-მა რუსულმა დრონმა პოლონეთს თავზე გადაუფრინა, უკრაინის თავზე 400-ზე მეტმა დრონმა და დამატებით 40-მა რაკეტამ გადაიფრინა. ეს შეცდომები არ ყოფილა“, - აღნიშნა მან.