„ეს სამარცხვინოა“ - ანდრეი სიბიგა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ უკრაინელი სპორტსმენის დისკვალიფიკაციაზე
„ეს სამარცხვინო მომენტია“, - ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ უკრაინელი სპორტსმენის, ვლადისლავ ჰერასკევიჩის ომში დაღუპული სპორტსმენების გამოსახულებიანი ჩაფხუტის ტარების გამო მილანის ზამთრის ოლიმპიური თამაშებიდან დისკვალიფიკაციას.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, უკრაინელ სპორტსმენს ვლადისლავ გერასკევიჩს მხოლოდ ომის დროს დაღუპული სპორტსმენების პატივისცემა სურდა.
„ამაში არაფერია ისეთი, რაც წესებს ან ეთიკას ეწინააღმდეგება“, - აღნიშნა მინისტრმა.
ამავდროულად, მისი თქმით, უკრაინაში ხალხი ამაყობს ვლადისლავის საქციელით.
„მას სურდა, რომ ომში დაღუპული თანამემამულე სპორტსმენების ხსოვნისთვის პატივი მიეგო. ეს არცერთი წესისა და ეთიკის ნორმის დარღვევას არ წარმოადგენს. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ჩვენს სპორტსმენსა და სხვა უკრაინელებზე ზეწოლა მოახდინა და მათ ლექციებიც კი წაუკითხა, თუ როგორ არ უნდა ამოეღოთ ხმა „მსოფლიოში 130-დან ერთ-ერთ კონფლიქზე“. თუ ოლიმპიური წესდება ამბობს, რომ „ოლიმპიურ თამაშებში მთავარი გამარჯვება კი არა, მონაწილეობაა“, მაშინ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ამას სრულად უღალატა, როდესაც ვლადისლავ ჰერასკევიჩს მონაწილეობის მიღება აუკრძალა.
ქვეყნისთვის, რომელმაც ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ოლიმპიური ზავის დროს სამი შეჭრა წამოიწყო, განახორციელა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ყველაზე მასშტაბური დოპინგის პროგრამა, მოკლა 650 უკრაინელი სპორტსმენი და მწვრთნელი და უკრაინაში 800 სპორტული ობიექტი დააზიანა. აკრძალვა რუსების წინააღმდეგ უნდა დაწესდეს და არა მათი მსხვერპლთა ხსოვნის პატივისცემის წინააღმდეგ. მათ შორის „ნეიტრალური“ არავინაა“, - აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.
The IOC has banned not the Ukrainian athlete, but its own reputation. Future generations will recall this as a moment of shame.
— Andrii Sybiha 🇺🇦 (@andrii_sybiha) February 12, 2026
He simply wanted to commemorate fellow athletes killed in war. There is nothing wrong with that under any rules or ethics.
The IOC intimidated,… pic.twitter.com/5FsK7FCakC