„ეს ომის გამოცხადებაა“ - ორბანი რუსული აქტივების შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი გამოეხმაურა ევროკავშირის გადაწყვეტილებას, რომელიც რუსული აქტივების მუდმივ გაყინვას ითვალისწინებს.
მოჰაჩში გამართული მიტინგის დროს ორბანმა მკაცრად გააკრიტიკა ევროკავშირის გადაწყვეტილება რუსული აქტივების გაყინვის შესახებ.
„ასობით მილიარდის სხვა სახელმწიფოსთვის ჩამორთმევა ისტორიაში არასდროს დარჩენილა უპასუხოდ. ეს ომის გამოცხადებაა“, - განაცხადა ორბანმა მოჰაჩში ე.წ. ომის საწინააღმდეგო მიტინგის დროს, რომელიც მომავალი წლის აპრილში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ ამომრჩევლებთან წინასაარჩევნო შეხვედრების ფარგლებში გაიმართა.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ბუდაპეშტის მიერ რუსული აქტივების შესახებ გადაწყვეტილების უგულებელყოფა აჩვენებს, რომ „ბრიუსელში კანონის უზენაესობის ილუზია გაქრა“.
მან ასევე გააფრთხილა თავისი მხარდამჭერები, რომ მოემზადონ „ბრიუსელის მესამე მცდელობისთვის, მოიგონ არჩევნები მათ ქვეყანაში“.