1779372265
უცხოეთი
„ეს განცხადება სიგიჟის ზღვარზეა“ - პესკოვი კალინინგრადთან დაკავშირებით ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი გამოეხმაურა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის კესტუტის ბუდრისის განცხადებას, რომ ნატოს აქვს საშუალებები, საჭიროების შემთხვევაში, მიწასთან გაასწოროს კალინინგრადში არსებული რუსული ბაზები.
საპასუხოდ, კრემლმა ლიეტუველ მინისტრებს ექსტრემისტები უწოდა.
„ეს განცხადება სიგიჟის ზღვარზეა. არ მგონია, რომ სერიოზულად უნდა აღვიქვათ. პირიქით, ეს აჩვენებს, თუ რამდენად ექსტრემალური პოლიტიკოსები არიან იქ. ასეთი ექსტრემალური კალიბრის პოლიტიკოსებს, ნაკლებად სავარაუდოა, რაიმე გააზრებული და ელეგანტური ქმედებების განხორციელება შეეძლოთ. ეს კარგია“, - განაცხადა პესკოვმა.