Loading data...
„ერთი მოხუცი დაბადების დღეს მეორე მოხუცს ულოცავს“ - ბაიდენმა ტრამპს 78 წლის იუბილე მიულოცა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა თავის კონკურენტს, დონალდ ტრამპს 78 წლის იუბილე მიულოცა. ამის შესახებ მან X-ში დაწერა.

„გილოცავთ 78 წლის იუბილეს, დონალდ. მიიღეთ ერთი მოხუცის მერისადმი მილოცვა, ასაკი - ეს მხოლოდ ციფრებია, ხოლო არჩევნები - ეს არჩევანია“, - წერს ჯო ბაიდენი.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თავის მილოცვას ვიდეოც მიამაგრა, სადაც საკუთარ და ტრამპის საარჩევნო დაპირებებს და მიღწევებს ადარებდა. კერძოდ. მან გაიხსენა, რომ ტრამპმა ერთ-ერთი გამოსვლისას  პირობა დადო, რომ დიქტატორი გახდებოდა.

ტრამპის წინააღმდეგ ამჟამად რამდენიმე შტატში სისხლის სამართლის საქმეები განიხილება. რამდენიმე დღის წინ ტრამპმა ჯო ბაიდენი ნაცისტების საიდუმლო პოლიციის ქმედებებს შეადარა. ეს იმ დროს მოხდა, როდესაც ტრამპი მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებზე საუბრობდა.