1778531296
უცხოეთი
ერიკ ტრამპი: მიხარია, რომ გიზიარებთ Trump Tower Tbilisi-ის ოფიციალურ რენდერს - თბილისის გულში, საუკეთესო მდებარეობით, ეს ცათამბჯენი მალე გახდება ღირსშესანიშნაობა, ეს ჩვენი პირველი პროექტია რეგიონში და მოუთმენლად ველით მის განხორციელებას!
ტრამპის ორგანიზაციის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ვაჟი ერიკ ტრამპი სოციალურ ქსელში Trump Tower Tbilisi-ის ოფიციალურ პროექტს აქვეყნებს.
მისი განცხადებით, ეს ცათამბჯენი მალე საქართველოს ყველაზე მაღალი შენობა და დედაქალაქის სიმბოლო გახდება.
„ძალიან მიხარია, რომ გიზიარებთ Trump Tower Tbilisi-ის ოფიციალურ რენდერს. თბილისის გულში, საუკეთესო მდებარეობით, ეს ცათამბჯენი მალე გახდება ღირსშესანიშნაობა, როგორც საქართველოში ყველაზე მაღალი შენობა. ეს ჩვენი პირველი პროექტია რეგიონში და მოუთმენლად ველით მის განხორციელებას!“, - წერს ერიკ ტრამპი.
View this post on Instagram