Loading data...
ერდოღანმა პუტინს სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ უკრაინაში მშვიდობის დამყარების ძალისხმევას მხარს უჭერს - Guardian

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბრისას რუსეთის პრეზიდენტს განუცხადა, რომ უკრაინაში მშვიდობის დამყარების ძალისხმევას მხარს უჭერს. 

როგორც თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ერდოღანი მხარს უჭერს ყველა მხარის ჩართულობას სამშვიდობო პროცესში.

ერდოღანმა, ასევე უთხრა პუტინს, რომ ყურადღებით აკვირდება პროცესთან დაკავშირებულ მოვლენებს და თურქეთი ომის დაწყებიდანვე სამართლიანი მშვიდობის დამყარებას ცდილობს.