ერდოღანმა და რუტემ ანკარაში ნატოს სამიტისთვის მზადება და უსაფრთხოების მდგომარეობა განიხილეს
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან სატელეფონო საუბარი გამართა, რომლის დროსაც მათ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან დაკავშირებული საკითხები, ასევე, რეგიონული და გლობალური პრობლემები განიხილეს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ X-ზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
საუბრისას ერდოღანმა აღნიშნა, რომ ირანზე თავდასხმებით დაწყებულმა პროცესმა გეოსტრატეგიული ჩიხი გამოიწვია.
მან ასევე განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გააძლიეროს ძალისხმევა ამ ომის დასასრულებლად.
თურქეთის საჰაერო თავდაცვისადმი ნატოს მხარდაჭერაზე ყურადღების გამახვილებით ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ მხრივ გამოვლენილმა სოლიდარობამ კიდევ ერთხელ აჩვენა ალიანსის შემაკავებელი პოტენციალი.
მან ასევე ხაზი გაუსვა თურქეთის ძალისხმევას უკრაინასა და რუსეთს შორის ომის მშვიდობიანი გზით დასრულების მიმართულებით.
ერდოღანმა გამოთქვა იმედი, რომ 2026 წლის 7-8 ივლისს ანკარაში დაგეგმილ ნატოს სამიტზე მიღებული იქნება ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ალიანსს მომავალ გამოწვევებთან გამკლავებაში უფრო მდგრადს და ეფექტურს გახდის.
President @RTErdogan spoke by phone with NATO Secretary General Mark Rutte.
— Presidency of the Republic of Türkiye (@trpresidency) April 4, 2026
The call addressed issues concerning NATO, as well as regional and global matters.
Noting that the process initiated by attacks on Iran has caused a geostrategic deadlock, President Erdoğan said that…