ერდოღანის მეუღლე მელანია ტრამპს მოუწოდებს, ნეთანიაჰუზე ღაზას საკითხთან დაკავშირებით ზეწოლა მოახდინოს

თურქეთის პირველმა ლედიმ ემინე ერდოღანმა, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მეუღლეს, მელანია ტრამპს წერილი მისწერა და მოუწოდა, დაუკავშირდეს ისრაელის პრემიერ-მინისტრს და ღაზაში ბავშვების მძიმე მდგომარეობის საკითხზე ისაუბროს.
ემინე ერდოღანი აღნიშნავს, რომ ის შთააგონა აშშ-ის პირველი ლედის წერილმა, რომელიც მან რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს გაუგზავნა და რომელიც ბავშვების მდგომარეობას ეხებოდა.
„მე მაქვს რწენა, რომ ის მნიშვნელოვანი თანაგრძნობა, რომელიც თქვენ 648 უკრაინელი ბავშვის მიმართ გამოიჩინეთ, გავრცელდება ღაზაზეც. ამ დღეებში, როდესაც მსოფლიო კოლექტიურ გამოფხიზლებას განიცდის და პალესტინის აღიარება გახდა გლობალური ნება, მჯერა, რომ თქვენი მოწოდება ღაზასთან დაკავშირებით აღასრულებს ისტორიულ პასუხისმგებლობას პალესტინელი ხალხის მიმართ“, - ნათქვამია წერილში, რომელსაც თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია აქვეყნებს.