ერდოღანი ზელენსკის: გახსნილი შესაძლებლობის ფანჯრის ხელიდან გაშვება არ უნდა მოხდეს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა. ინფორმაციას თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სატელეფონო საუბრისა თურქეთ-უკრაინის ორმხრივი ურთიერთობები, ასევე, რეგიონული და გლობალური საკითხები განიხილეს.
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ თურქეთი მზად არის და მოხარული იქნება რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებს უმასპინძლოს.
„პრეზიდენტმა ერდოღანმა ხაზი გაუსვა, რომ ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტა შექმნის სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის აუცილებელ გარემოს და დასძინა, რომ ახლა გახსნილი შესაძლებლობის ფანჯრის ხელიდან გაშვება არ უნდა მოხდეს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
President @RTErdogan spoke by phone with President Volodymyr Zelenskyy of Ukraine.
— Presidency of the Republic of Türkiye (@trpresidency) May 12, 2025
The call addressed the Türkiye-Ukraine bilateral relations as well as regional and global issues.
Noting that the will to resume the direct talks between Russia and Ukraine is extremely…