ერდოღანი: თურქეთმა თავდაცვის მრეწველობაში რევოლუცია მოაწყო
თურქეთმა თავდაცვის მრეწველობაში სერიოზულ წარმატებას მიაღწია. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ავიაციის, კოსმოსის და ტექნოლოგიების ფესტივალზე განაცხადა. ინფორმაციას „ანადოლუ“ ავრცელებს.
„თურქეთი თავდაცვის მრეწველობაში სერიოზულ წარმატებებს აღწევს. ჩვენ ამ დარგში ნამდვილი რევოლუცია მოვაწყეთ“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
მან აღნიშნა, რომ თურქეთი მზად არის, რომ მეგობარი ქვეყნების მოთხოვნები დააკმაყოფილოს სხვადასხვა შეიარაღების კუთხით.
„ჩვენ გვჯერა, რომ რაც უფრო ძლიერი მეგობრები გვეყოლება, მით უფრო ძლიერები ვიქნებით ჩვენ“, - განაცხადა ერდოღანმა.
რამდენიმე დღის წინ თურქეთმა და აზერბაიჯანმა 500 მლნ დოლარის ღირებულების სამხედრო კონტრაქტებს მოაწერეს ხელი. შეთანხმების მიხედვით, თურქეთი აზერბაიჯანს სხვადასხვა სახის იარაღს მიაწვდის.