Loading data...
ერდოღანი: თურქეთი აქტიურად მუშაობს სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად

თურქეთი აქტიურად მუშაობს სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ანტალიის მე-4 დიპლომატიური ფორუმის ოფიციალურ გახსნაზე.

ერდოღანის თქმით, ანკარა ასევე მიზნად ისახავს მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას აღმოსავლეთ ხმელთაშუა და ეგეოსის ზღვის რეგიონებში.

ხელს ვუწყობთ პოზიტიური ატმოსფეროს შექმნას საბერძნეთთან და ყურადღებით ვაკვირდებით ბალკანეთში განვითარებულ მოვლენებს, ხოლო რეგიონის ქვეყნებთან თანამშრომლობას ვაძლიერებთ“, - აღნიშნა მან. 

თურქეთის პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა ცენტრალური აზიის მზარდ მნიშვნელობას თურქეთის საგარეო პოლიტიკაში.

„თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციას (OTS), რომელმაც ბოლო წლებში ჩვენი ქვეყნის ინტენსიური ძალისხმევით ინტეგრაციისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ჩვენი თანამშრომლობის განმტკიცებაში. ბოლო დროს გავზარდეთ ძალისხმევა ჩრდილოეთ კვიპროსის თურქი ხალხის სუვერენიტეტისა და საერთაშორისო სტატუსის აღიარებისთვის“, - განაცხადა ერდოღანმა.