Loading data...
ერდოღანი: სრაელის საფრთხის შემცველი რიტორიკა და ლიბანზე თავდასხმები ძალიან შემაშფოთებელია

ისრაელის მზარდი რიტორიკა და ლიბანზე თავდასხმები ძალიან შემაშფოთებელია თურქეთისთვის, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

„ჩვენს რეგიონში ვერცერთი სახელმწიფო, მათ შორის თურქეთი, ვერ იგრძნობს თავს უსაფრთხოდ, ვიდრე ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს ადმინისტრაციის პირობებში ისრაელის აგრესია არ შეჩერდება“, - აღნიშნა ერდოღანმა.

მისი თქმით, თურქეთი მხოლოდ იცავს და გააგრძელებს სამშობლოს დაცვას.

„თურქეთი არ არის და არ იქნება სახელმწიფო, რომელიც მიატოვებს თავის მეგობრებს“, - დასძინა ერდოღანმა.