Loading data...
ერდოღანი ნეთანიაჰუს წინააღმდეგ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: ჩვენ მხარს ვუჭერთ დაკავების ორდერს, მნიშვნელოვანია, ეს გაბედული გადაწყვეტილება შეთანხმების ყველა წევრმა ქვეყანამ განახორციელოს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შეაქო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს „გაბედულ გადაწყვეტილება“ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ყოფილი თავდაცვის მინისტრის იოავ გალანტის დაკავების ორდერის გაცემასთან დაკავშირებით. 

„ჩვენ მხარს ვუჭერთ დაკავების ორდერს. მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, ეს გაბედული გადაწყვეტილება განახორციელოს შეთანხმების ყველა წევრმა ქვეყანამ, რათა საერთაშორისო სისტემის მიმართ კაცობრიობის ნდობა განახლდეს“, - განაცხადა ერდოღანმა სტამბოლში სიტყვით გამოსვლისას.

შეგახსენებთ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 21 ნოემბერს ისრაელის ლიდერებისა და „ჰამასის“ სამხედრო მეთაურის მუჰამედ დეიფის წინააღმდეგ დაკავების ორდერები გასცა, ღაზას კონფლიქტში სავარაუდო ომის დანაშაულებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამო.