Loading data...
ერდოღანი - ნეთანიაჰუ მსოფლიოს მუსლიმებისგან მალე მიიღებს იმ გაკვეთილს, რასაც იმსახურებს

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ღაზას სექტორში შექმნილმა ვითარებამ თურქეთისა და მთელი მსოფლიოს მუსლიმების დღესასწაულს ჩრდილი მიაყენა. 

ამასთან, ერდოღანმა მუსლიმური დღესასწაულის, ყურბან-ბაირამის აღნიშვნის დროს შეკრებილებთან საუბრისას ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს „ ტირანი“ უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ ის მსოფლიოს მუსლიმებისგან საკადრის პასუხს მალე მიიღებს.

მე მჯერა, რომ ტირანი სახელად ნეთანიაჰუ მსოფლიოს მუსლიმებისგან მალე მიიღებს იმ გაკვეთილს, რასაც იმსახურებს“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა