Loading data...
ერდოღანი: მუსლიმები აღმოსავლეთ იერუსალიმთან დაკავშირებულ უფლებებზე უკან არ დაიხევენ

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მუსლიმები აღმოსავლეთ იერუსალიმთან დაკავშირებულ უფლებებზე უკან არ დაიხევენ.

ერდოღანმა ღაზისადმი ურყევი მხარდაჭერა გამოხატა და აღნიშნა, რომ ვერავინ შეუშლის ხელს, გვერდით დაუდგეს ღაზის დაჩაგრულ ხალხს, რომლებიც ისრაელის სასტიკი თავდასხმების დროს გადარჩენისთვის იბრძვიან.

„ჩვენ არ დავუშვებთ, რომ იერუსალიმი უწმინდური ხელებით შებილწონ, თუმცა ვიცი, რომ ჰიტლერის თაყვანისმცემლების აღშფოთება შესაძლოა, არასდროს ჩაცხრეს.

ჩვენ დღეს და ხვალ მტკიცედ დავდგებით მათ წინააღმდეგ, ვინც ცდილობს, ჩვენი რეგიონი სისხლის ზღვად აქციოს და მათ წინააღმდეგ, ვინც ჩვენს გეოგრაფიაში არასტაბილურობას უწყობს ხელს“, - აცხადებს ერდოღანი.

თურქეთის პრეზიდენტმა, ასევე, დაადასტურა, რომ ანკარა კვლავაც სრულ სოლიდარობას გამოუცხადებს მათ, ვინც ისრაელის ბანდიტიზმის სამიზნე გახდა.

„ისინი, ვინც მიიჩნევენ, რომ შეუძლიათ უსაფრთხო მომავლის აშენება ჩაგვრისა და უდანაშაულო ბავშვების სიცოცხლის ფასად, გენოციდის გამოყენებით, მათ მიერ დაღვრილ სისხლში დაიხრჩობიან“, - დასძინა ერდოღანმა.