1759580387
უცხოეთი
ერდოღანი: „ჰამასი“ მშვიდობისთვის მზადაა

თურქეთის პრეზოდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მიესალმა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ შეთავაზებულ სამშვიდობო შეთანხმებაზე „ჰამასის“ დადებით რეაქციას და განაცხადა, რომ დაჯგუფება „მშვიდობისთვის მზადაა“.
„ჰამასმა“, როგორც ეს ადრეც არაერთხელ გააკეთა, აჩვენა, რომ მზადაა მშვიდობისთვის. ამგვარად, ჩვენს რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისთვის შესაძლებლობების ფანჯარა გაიხსნა“, - განაცხადა ერდოღანმა სტამბოლში გამართულ ცერემონიაზე.