Loading data...
ერდოღანი: დონალდ ტრამპმა თქვა - „თუ პრეზიდენტი პუტინი ანკარაში ან სტამბოლში სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის ჩავა, მაშინ მეც ჩამოვალ“

„აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მზადაა, თურქეთში უკრაინისა და რუსეთის ლიდერებს შორის შესაძლო შეხვედრას დაესწროს, თუ კრემლის ლიდერი ვლადიმერ პუტინი უკრაინა-რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობას დათანხმდება“, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. 

ერდოღანის თქმით, ის ჰააგაში ნატოს სამიტის ფარგლებში ამერიკის პრეზიდენტს ესაუბრა და მისი განცხადების ციტირებას ახდენს. 

„ტრამპმა თქვა: თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სტამბოლში ან ანკარაში ჩავა გამოსავლის მოსაძებნად, მაშინ მეც ჩამოვალ“, - განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა. 

როგორც ერდოღანმა აღნიშნა, თურქეთი საჭირო კონტაქტებს დაამყარებს და „ღვთის დახმარებით, ამ შეხვედრას რაც შეიძლება მალე დააორგანიზებს.“