Loading data...
ერდოღანი და ნატოს გენერალური მდივანი უკრაინაში მიმდინარე ომს განიხილავენ - Reuters

თურქეთის პრეზიდენტი თაიფ ერდოღანი უკრაინის ომს ნატოს გენერალურ მდივანთან მარკ რუტესთან ერთად განიხილავს. შეხვედრა ანკარაში 25 ნოემბერს გაიმართება. იუწყება Reuters.

გამოცემამ აღნიშნა, რომ 21 ნოემბერს, რუსეთის ფედერაციამ უკრაინას ახალი ჰიპერბგერითი ბალისტიკური რაკეტით დაარტყა კიევის მიერ ამერიკული და ბრიტანული რაკეტების გამოყენების საპასუხოდ.

ორშაბათის მოლაპარაკებების დროს ერდოღანი და რუტე ასევე განიხილავენ ნატოს მოკავშირეებს შორის თავდაცვის შესყიდვებისთვის ბარიერების მოხსნას.

„უკრაინის გარდა, ერდოღანი და რუტე, ასევე, განიხილავენ ნატოს მოკავშირეებს შორის თავდაცვითი შესყიდვების დაბრკოლებების მოხსნას და ალიანსის ერთობლივ ბრძოლას ტერორიზმთან“, - დასძინა თურქმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.