Loading data...
ერდოღანი აცხადებს, რომ სტამბოლში პუტინისა და ტრამპის შეხვედრის ორგანიზება სურს

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, სტამბოლში რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრის ორგანიზება სურს. ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ერდოღანმა კომენტარი გააკეთა რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებზე.

ამ კონტექსტში მან აღნიშნა, რომ სტამბოლში  ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრის ორგანიზება სურს. 

„ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პუტინთან და ტრამპთან მოლაპარაკებები ჩავატაროთ და ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა ამ ლიდერების სტამბოლში შეკრება“, - განაცხადა ერდოღანმა.

შეგახსენებთ, 23 ივლისს რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების რიგით მე-3 შეხვედრა გაიმართა. 

მოლაპარაკებების პირველი რაუნდი სტამბოლში მიმდინარე წლის 16 მაისს, მეორე კი - 2 ივნისს გაიმართა.