Loading data...
ერაყში ნატოს მისიამ მთელი პერსონალი ახლო აღმოსავლეთიდან ევროპაში გადაიყვანა

ერაყში ნატოს მისიამ ახლო აღმოსავლეთიდან მთელი პერსონალი ევროპაში გადაიყვანა. ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც აღინიშნა, ერაყში ნატოს მისიის ბოლო პერსონალმა ქვეყანა დღეს, 20 მარტს, დატოვა.

ამგვარად, ნატოს მისია, რომელიც ადრე ერაყში იყო განლაგებული, თავის საქმიანობას იტალიის ქალაქ ნეაპოლში, გაერთიანებული ძალების სარდლობიდან გააგრძელებს.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ პოლონეთმა ერაყიდან თავისი ჯარები გაიყვანა. 

12 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ იტალია დროებით გაიყვანდა ყველა პერსონალს ერაყის ქურთისტანში მდებარე სამხედრო ბაზიდან, რომელზეც დრონით იერიში განხორციელდა.