Loading data...
ერაყში ამერიკული თვითმფრინავის ჩამოვარდნას 4 ამერიკელი სამხედრო ემსხვერპლა

ამერიკელი სამხედროების ცნობით, დასავლეთ ერაყში აშშ-ის კუთვნილი საწვავის შემავსებელი სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებას, 4 სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა. 

როგორც აშშ-ის ცენტრალური სარდლობა აცხადებს, ბორტზე მყოფი ეკიპაჟის ექვსი წევრიდან ოთხი გარდაცვლილია. სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

გარდაცვლილების ვინაობა 24 საათის განმავლობაში არ გასაჯაროვდება, იქამდე სანამ მათ ნათესავებს მომხდარის შესახებ არ შეატყობინებენ.