ერაყში აშშ-ისა და საუდის არაბეთის იერიშს სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა
„აშშ-სა და საუდის არაბეთის ერთობლივი ავიაიერიშების შედეგად ერაყში, სულ მცირე, 20 ადამიანი დაიღუპა, 32 კი დაშავდა“, - ამის შესახებ CNN-ი იუწყება.
ირანის მიერ მხარდაჭერილ სახალხო მობილიზაციის ძალებში (PMF) განაცხადეს, რომ დარტყმები განხორციელდა ბაღდადის, ვასიტის, ნინევიის, ბასრის, ქირქუქის, ქარბალასა და დიალას პროვინციებში მდებარე სამხედრო ობიექტებზე. დაზიანდა რამდენიმე სამხედრო შტაბი, სატრანსპორტო საშუალება და სამხედრო ტექნიკა.
ავიაიერიშების საპასუხოდ, ერაყის პრემიერ-მინისტრმა ალი ფალიჰ ალ-ზაიდიმ ეროვნული უსაფრთხოების მინისტრთა საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია.
აშშ-სა და საუდის არაბეთში აცხადებენ, რომ ეს იყო მკაცრი პასუხი ბოლო 72 საათის განმავლობაში „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მიერ მართულ 30-ზე მეტ საჰაერო თავდასხმაზე, რომლებიც უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელდა.