1789202234
უცხოეთი
ერაყი სირიისა და თურქეთის გავლით ნავთობის ექსპორტის გაზრდას ვარაუდობს
ერაყი სირიისა და თურქეთის გავლით ნავთობის საექსპორტო სიმძლავრეების გაზრდას აპირებს. ამის შესახებ სააგენტო sana იუწყება.
საუბარია ამ მარშრუტით ექსპორტის დღე-ღამეში 1 მლნ ბარელამდე გაზრდაზე. თურქეთში მდებარე ჯეიჰანის პორტი არის რეგიონში ნავთობის ექსპორტის ერთ-ერთი საკვანძო პუნქტი. მისი გამოყენების შემთხვევაში ერაყი ნავთობის საექსპორტო პოტენციალს გაზრდის.
ამ გეგმის განხორციელების კონკრეტული ვადები უცნობია, ის ნავთობსადენის ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ქვეყნებს შორის პოლიტიკურ შეთანხმებაზეა დამოკიდებული.