Loading data...
ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის მთავრობას დაავალა, ცვლილებები შეიტანოს კანონპროექტში, რომელიც 15 წლამდე ბავშვებს სოციალური ქსელების გამოყენებას უკრძალავს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პრემიერ-მინისტრ სებასტიან ლეკორნუს დაავალა, ბავშვებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვის შესახებ კანონპროექტის ახალი ვერსია მოამზადოს მას შემდეგ, რაც წინა დოკუმენტი საფრანგეთის საკონსტიტუციო საბჭომ დაბლოკა. ამის შესახებ BFMTV იუწყება.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრს 2027 წლის გაზაფხულამდე აქვს ვადა, რათა წარადგინოს კანონპროექტის ახალი, „იურიდიულად დასაბუთებული“ ვერსია, რომელიც 15 წლამდე ასაკის ბავშვებს სოციალური ქსელების გამოყენებას უკრძალავს.

„პრემიერ-მინისტრმა სასწრაფოდ უნდა შეიმუშაოს ფორმულირება, რომელიც გაითვალისწინებს საკონსტიტუციო საბჭოს გადაწყვეტილებას, ასევე, ევროპულ ჩარჩოს. რესპუბლიკის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, დაასრულოს ეს რეფორმა 2027 წლის გაზაფხულამდე, ურყევი რჩება“, - განუცხადა ელისეს სასახლემ ჟურნალისტებს.

ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის უფლებამოსილების ვადა 2027 ელის მაისში იწურება.