ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ატლანტის ოკეანეში მდებარე სენ-პიერი და მიკელონი ფრანგული ტერიტორიაა მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა გამოაქვეყნა რუკა, რომელზეც არქიპელაგი აშშ-ის დროშით იყო აღნიშნული
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ატლანტის ოკეანეში მდებარე კუნძულოვანი ტერიტორია სენ-პიერი და მიკელონი ფრანგულია მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაქვეყნა რუკა, რომელზეც ეს არქიპელაგი შეერთებული შტატების დროშით იყო აღნიშნული. ამის შესახებ მაკრონმა სენ-პიერში ჩასვლისას განაცხადა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტერიტორია „ფრანგულია“ და „მჭიდროდ არის დაკავშირებული საფრანგეთთან“.
„ჩვენ ამას ყოველ დილით არ გავიმეორებთ მხოლოდ იმიტომ, რომ ხალხს უცნაური ფიქრები აქვს, ან უცნაურ რაღაცებს ამბობს“, - დასძინა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
სენ-პიერი და მიკელონი ყოფილი ფრანგული კოლონიაა ატლანტის ოკეანეში, კანადის სანაპიროსთან. 2003 წელს არქიპელაგმა საფრანგეთის ზღვისიქითა გაერთიანების სპეციალური სტატუსი მიიღო.
დღეს, 20 სექტემბერს, მაკრონი სენ-პიერში კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნის უმასპინძლებს - ეს იქნება პირველი ამგვარი შეხვედრა, რომელიც კანადის სანაპიროდან რამდენიმე კილომეტრში გაიმართება.
„ეს ძლიერი სიგნალია“, - ხაზგასმით აღნიშნა მან, ტრამპის მიერ კანადის წინააღმდეგ წამოწყებულ სავაჭრო ომზე მითითებით.