Loading data...
ემანუელ მაკრონი: ტერიტორიული საკითხები მხოლოდ უკრაინის პრეზიდენტის მიერ იქნება განხილული

„ტერიტორიებთან დაკავშირებული საკითხები მხოლოდ ზელენსკის მიერ იქნება განხილული“, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

„ტერიტორიულ საკითხებზე, რომლებიც უკრაინის იურისდიქციაში შედის, მოლაპარაკებებს მხოლოდ უკრაინის პრეზიდენტი განახორციელებს, ეს არის პოზიცია, რომელსაც ჩვენ ვუჭერთ მხარს. დღეს ტერიტორიული გაცვლის სერიოზული გეგმები არ არსებობს“, - აცხადებს მაკრონი.

მისი თქმით, აშშ-ს სურვილია, ალასკაზე გასამართ შეხვედრაზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიოს.

„ამერიკის სურვილია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. ჩვენ გვსურს, რომ უკრაინასთან დაკავშირებული საკითხები უკრაინასთან განიხილონ“, - დასძინა საფრანგეთის პრეზიდენტმა.