1781541825
უცხოეთი
ემანუელ მაკრონი: საფრანგეთი და მისი მოკავშირეები მზად იქნებიან რამდენიმე დღეში განათავსონ მისია ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, თუ აშშ-სა და ირანს შორის დადებული ზავი დადასტურდება
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი და მისი მოკავშირეები მზად იქნებიან რამდენიმე დღეში განათავსონ მისია ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, თუ აშშ-სა და ირანს შორის დადებული ზავი დადასტურდება.
მაკრონმა აღნიშნა, რომ ავიამზიდი „შარლ დე გოლი“ სრუტის პატრულირებისთვის შესაძლოა „ორ-სამ დღეში“ იყოს მობილიზებული, მას შემდეგ რაც ვაშინგტონსა და თეირანს შორის შეთანხმება „დადასტურდება“.
„ჩვენ მზად ვართ. უკვე ხვალიდანვე შეგვიძლია გამოვყოთ გამანადგურებლები სათვალთვალო მისიებისთვის, ფრეგატი რეგიონში ხვალვე იქნება, ხოლო ავიამზიდი „შარლ დე გოლი“, ნაღმსაწინააღმდეგო საშუალებები და ყველაფერი, რაც „შარლ დე გოლს“ ახლავს - ორ-სამ დღეში“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.