Loading data...
ემანუელ მაკრონი: რუსეთი მშვიდობას არ ეძებს, მას უკრაინის კაპიტულაცია სურს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ რუსეთი მშვიდობას არ ეძებს, არამედ უკრაინის დანებება სურს. მის სიტყვებს კი Le Figaro ციტირებს.

„ჩვენ გვინდა მშვიდობა: ძლიერი, მდგრადი მშვიდობა, რომელსაც წინ უძღვის პატიმრების, უდანაშაულო ადამიანების დაბრუნება და რომელიც პატივს სცემს ყველა ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, - აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.

მისი თქმით, რუსეთი ნამდვილ მშვიდობას არ ეძებს, არამედ უკრაინის დანებებას ითხოვს.

„მხოლოდ ერთი სახელმწიფო გვთავაზობს მშვიდობას, რომელიც კაპიტულაცია იქნება, ეს რუსეთია“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ მოკავშირეები რუსეთის წინაშე სუსტები იქნებიან, ისინი მომავალი კონფლიქტებისთვის მოემზადებიან.

არ მგონია, რომ პუტინს მშვიდობა უნდა, ჩემი აზრით, მას უკრაინის კაპიტულაცია სურს, ის ამას გვთავაზობს“, - აცხადებს მაკრონი.

მაკრონმა, ასევე, განაცხადა, „ვფიქრობ თუ არა, რომ პრეზიდენტ ტრამპს მშვიდობა სურს? დიახ“.

რუსეთის მიერ მოწოდებული ტერიტორიული დათმობების საკითხზე კომენტირებისას, საფრანგეთის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების დროს ტერიტორიული საკითხის განხილვის უფლება მხოლოდ უკრაინის ხელისუფლებას აქვს.

„ვაშინგტონში ხვალინდელი მოლაპარაკებების წინ სიტუაცია უკიდურესად სერიოზულია, არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ევროპისთვისაც“, - დასძინა მაკრონმა.