1777024412
უცხოეთი
ემანუელ მაკრონი პოლიტიკიდან 2027 წელს მიდის - Le Figaro
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ 2027 წელს, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, პოლიტიკიდან წავა. ამის შესახებ Le Figaro იუწყება.
მაკრონის თქმით, 10-წლიანი პრეზიდენტობის შემდეგ, ელისეის სასახლიდან წასვლის შემდეგ, პოლიტიკაში აღარ იქნება ჩართული.
„ცხრა წლის შემდეგ ყველაზე რთულია შეინარჩუნო ის, რაც კარგად გააკეთე და სცადო წინსვლა, მაგრამ ზოგჯერ უნდა გამოასწორო ის, რაც არასწორად გააკეთე“, - განაცხადა მაკრონმა.
საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2027 წლის აპრილში გაიმართება.