Loading data...
ემანუელ მაკრონი პალესტინის ადმინისტრაციის პრეზიდენტს მაჰმუდ აბასს ელისეის სასახლეში შეხვდა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პალესტინის ადმინისტრაციის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი ელისეის სასახლეში მიიღო. მათი საუბრის მთავარი თემა ღაზას სექტორში ომის დასრულების შეთანხმებული გეგმის განხორციელება იყო. ამის შესახებ BFMTV იტყობინება. 

აბასი ელისეის სასახლეში 11 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 16:30 საათზე მივიდა. 

მაკრონთან საუბარი დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა.

შეხვედრის შემდეგ, მაკრონმა პალესტინის სახელმწიფოს კონსოლიდაციის ერთობლივი კომიტეტის შექმნის შესახებ განაცხადა, რომლის ამოცანა იქნება „ყველა ასპექტზე მუშაობა, მათ შორის კონსტიტუციურ და ორგანიზაციულ საკითხებზე“.

Le Figaro-სთან ინტერვიუში აბასმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ჰამასი“ ღაზას სექტორის მართვაში არანაირ როლს არ შეასრულებს.

მან ასევე განაცხადა, რომ მზადაა, ომის დასრულების შემდეგ მომავალ წელს არჩევნები ჩაატაროს. 

შეგახსენებთ, საფრანგეთმა და სხვა დასავლურმა ქვეყნებმა პალესტინა სახელმწიფოდ 2025 წლის სექტემბერში აღიარეს.