Loading data...
ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ ახლა არ არის დრო ყირიმის სტატუსის განსახილველად

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ახლა არ არის დრო ყირიმის სტატუსის განსახილველად. მაკრონმა განცხადება გააკეთა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „ყირიმის დაბრუნება უკრაინას გაუჭირდება“. 

როგორც მაკრონმა აღნიშნა, დონალდ ტრამპი დე ფაქტო სიტუაციას აღწერს.

„ეს ნიშნავს თუ არა, რომ ჩვენ რუსეთს უნდა მივცეთ მოქმედების თავისუფლება? - რა თქმა უნდა, არა. ნახევარკუნძულის სტატუსის საკითხის დრო არ არის და ის ჩვენი გადასაწყვეტი არ არის“, - აცხადებს ემანუელ მაკრონი. 

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 24 აპრილს თეთრ სახლში ნორვეგიის პრემიერთან შეხვედრის დასრულების შემდეგ თქვა, რომ „უკრაინას ყირიმის დაბრუნება ძალიან გაუჭირდება“. 

25 აპრილს კი, ტრამპმა თქვა, რომ „ყირიმი რუსეთს დარჩება“.