Loading data...
El Pais: ევროკავშირის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომი სულ მცირე კიდევ ორ ​​წელს გაგრძელდება

უკრაინაში ომი შესაძლოა, კიდევ მინიმუმ ორ წელს გაგრძელდეს. ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა ესპანურ მედიასთან საუბრისას განაცხადა, წერს ესპანური გაზეთი El Pais.

„კალასი უკრაინაში ომის მიმართ დიდად ოპტიმისტურად არ არის განწყობილი: ის ფიქრობს, რომ „კონფლიქტის დასრულებამდე მინიმუმ ორი წელი დარჩა“, - წერს გამოცემა უფრო დეტალური ციტატების მოყვანის გარეშე.

El Pais-ი ასევე იუწყება, რომ „სტრასბურგის კულუარებში“ რუსეთ-უკრაინის ომში ჩიხს ხედავენ. ისინი შეშფოთებულნი არიან იმ ფაქტით, რომ რუსეთი „უფრო გაბედული გახდა“, რასაც პოლონეთზე გუშინდელი თავდასხმაც ადასტურებს.

„გამოკითხული წყაროები ვარაუდობენ, რომ ომი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ორივე მხარის ლიდერები არ შეიცვლებიან“, - წერს El Pais-ი.