„ელ მენჩო“ მკვდარია - მექსიკის არმიამ სპეცოპერაციისას ერთ-ერთი ყველაზე საშიში ნარკობარონის ლიკვიდაცია მოახერხა
მექსიკის არმიამ, უსაფრთხოების ოპერაციის დროს, ერთ-ერთი ყველაზე საშიში და ცნობილი ნარკოკარტელის, „ხალისკოს ახალი თაობის“ (CJNG) ლიდერი მოკლა. ინფორმაციას The Wall Street Journal ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, ნემესიო ოსეგუერა სერვანტესი, რომელიც ცნობილია როგორც „ელ მენჩო“, სავარაუდოდ კვირას, 22თებერვალს, გამთენიისას, ხალისკოს შტატში ჩატარებული სამხედრო ოპერაციის დროს მოკლეს.
CJNG თავისი თავდაპირველი გავრცელების არეალს - ხალისკოს გასცდა და თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით მოღვაწეობს. მექსიკის მთავრობას „ელ მენჩოს“ გარდაცვალება ოფიციალურად არ დაუდასტურებია.
The Wall Street Journal წერს, რომ კვირა დღის განმავლობაში, დაუდასტურებელი ცნობები ვრცელდებოდა ხალისკოში მანქანების დაწვის და შეიარაღებული პირების გამოჩენის შესახებ.
მანამდე, აშშ-მ 15 მილიონი დოლარის ჯილდო დააწესა ინფორმაციისთვის, რომელიც „ელ მენჩოს“ დაკავებაში დაეხმარებოდა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა გაფრთხილება ხალისკოს და ტამაულიპასის შტატებში, ასევე, მიჩოაკანის, გერეროსა და ნუევო ლეონის ნაწილებში მცხოვრები აშშ-ის მოქალაქეებისთვის და მათ სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.