ექსპერტების აზრით, ევროპას აშშ-ის დახმარების ჩანაცვლება შეუძლია

ევროპის სახელმწიფოებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების კომპენსირება შეუძლია. ამას კი საბიუჯეტო სფეროდან დამატებითი დაფინანსება დასჭირდება. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
ამერიკული იარაღის, ჭურვების და სხვა დახმარების ჩანაცვლება საკმაოდ რთულია. ასე, მაგალითად, აშშ-ის მიერ მოწოდებული სადაზვერვო ინფორმაციის ჩანაცვლება ევროპამ ვერ შეძლო.
„ჩვენი მონაცემებით, ევროპას აშშ-ის მიერ დახმარების შემცირების ან გაუქმების შემთხვევაში მის მნიშვნელოვან კომპენსირებას შეძლებს, მაგრამ, ამისთვის პოლიტიკოსებმა უფრო გადამჭრელი ზომები უნდა მიიღონ, ამ ეტაპზე ევროპა ძალზე ნელა მოქმედებს“, - წერს კილის უნივერსიტეტის მსოფლიო ეკონომიკის კვლევის დირექტორი კრისტოფ ტრებეში.
კვლევების მიხედვით, ევროპა დღეს უკრაინისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის 0,1%-ს ხარჯავს. აშშ-ის პროგრამების კომპენსირებისთვის ევროკავშირმა ამისთვის მშპ-ს 0,21% უნდა დახარჯოს. საუბარია, ძირითადად, გერმანიაზე, დიდ ბრიტანეთზე, საფრანგეთზე, იტალიაზე და ესპანეთზე.
აშშ დღეს უკრაინას შორი მოქმედების რაკეტებს, საარტილერიო ჭურვებს და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს აწვდის. რაც შეეხება ტანკებს და არტილერიას, ის ძირითადად ევროპული წარმოებისაა.