1766496361
უცხოეთი
ეკოაქტივისტი გრეტა ტუნბერგი ლონდონში, პალესტინის მხარდამჭერ აქციაზე დააკავეს
ბრიტანეთის პოლიციამ შვედი აქტივისტი გრეტა ტუნბერგი ლონდონში, პალესტინის მხარდამჭერ აქციაზე დააკავა.
ორგანიზაციის ცნობით, ტუნბერგი ტერორიზმის შესახებ კანონის დარღვევის საფუძველზე დააკავეს. მას ორგანიზაცია „პალესტინის მოქმედების“ მხარდამჭერი პლაკატი ეკავა, რომელიც ბრიტანეთის მთავრობას ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავს გამოცხადებული.
ლონდონის მერიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შენობაზე წითელი საღებავის შესხმის გამო კიდევ ორი ადამიანი დააკავეს.