Loading data...
ეკატერინბურგში ავტობუსი გაჩერებაზე მყოფ ადამიანებს დაეჯახა, დაიღუპა ოთხი ადამიანი

რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგის ცენტრში სამარშრუტო ავტობუსი ტროტუარზე ავარდა და გაჩერებაზე მდგარ ხალხს დაეჯახა. ინფორმაციას „მედუზა“ ავრცელებს.

ინციდენტის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, კიდევ 3 საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია.

ავარიის მიზეზები უცნობია. ავტობუსში მყოფი მგზავრები არ დაშავებულან.