Loading data...
ეგვიპტეში, შარმ-ელ-შეიხის აეროპორტში ტურისტს სარეკლამო ბანერი დაეცა და დაიღუპა

ეგვიპტეში, შარმ-ელ-შეიხის აეროპორტში უბედური შემთხვევა მოხდა. 

ტურისტს ქალს, რომელიც ყაზახეთის მოქალაქე იყო, სარეკლამო ბანერი დაეცა და დაიღუპა. 

ეგვიპტური მედიის ინფორმაციით, უბედური შემთხვევის შედეგად დაშავდა კიდევ ორი ქალი. დაზარალებულები ყაზახეთის დედაქალაქში, ასტანაში მიფრინავდნენ და აეროპორტის მეორე ტერმინალში რეისს ელოდებოდნენ.

ორი დაშავებული ტურისტის მდგომარეობა სტაბილურია. 

ქვეყნის პროკურატურამ ინციდენტის გარემოებების დასადგენად გამოძიება დაიწყო.