Loading data...
ედან ალექსანდერი თავისუფალია - პალესტინური ექსტრემისტული მოძრაობა „ჰამასი“

„ამერიკელი მძევალი ედან ალექსანდერი თავისუფალია და მზად ვართ, მოლაპარაკებებში ჩავერთოთ, ცეცხლის შეწყვეტის ყოვლისმომცველი და მდგრადი შეთანხმების მისაღწევად“, - იუწყება პალესტინური ექსტრემისტული მოძრაობა „ჰამასი“. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. 

როგორც აღმოჩნდა, მძევალი ამერიკულ მხარესთან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების ნიადაგზე გაათავისუფლეს. ფაქტი დაადასტურა „წითელმა ჯვარმაც“. 

შეგახსენებთ, რომ 21 წლის ედან ალექსანდერი აშშ-ის და ისრაელის მოქალაქეა. ის თელ-ავივში დაიბადა, თუმცა ნიუ-ჯერსიშია გაზრდილი. ალექსანდერი ღაზას სექტორის საზღვარზე ელიტურ სამხედრო დანაყოფში მსახურობდა, როდესაც 7 ოქტომბრის თავდასხმისას, „ჰამასის“ მებრძოლების ტყვედ ჩავარდა. 

ამ დრომდე, „ჰამასის“ ტყვეობაში რჩება 58 პირი, ასევე, მანამდე დაკავებული, კიდევ ერთი, მძევალი. სავარაუდოდ, მათგან ცოცხალი 24 ადამიანია.