Loading data...
ძლიერი შტორმის შედეგად ესპანეთში 11 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

შტორმის გაძლიერების გამო, ესპანეთში 11 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

როგორც მედია წერს, პორტუგალიაში შტორმს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ესპანეთის სამხრეთით, ანდალუსიის რეგიონში 11 000-ზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა, დაეტოვებინა საკუთარი სახლები, ხოლო ესპანეთის მასშტაბით თითქმის 170 გზატკეცილი დაიკეტა, პორტუგალიაში რკინიგზის მიმოსვლა შეფერხდა.

პორტუგალიის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ განაცხადა, რომ წინასწარი შეფასებით, სოფლის მეურნეობისა და სატყეო სექტორებში ზარალი დაახლოებით 750 მილიონ ევროს შეადგენს.

მათი თქმით, მოსალოდნელია, რომ შტორმი მომდევნო დღეებში გაძლიერდება.